საქართველოში აგორებულ საპროტესტო ტალღას, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი საბჭოთა საქართველოს დემონტაჟის პროცესს უწოდებს.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მოპარული არჩევნების დასაბრუებლად დაწყებული ბრძოლა გრძელდება და საქართველო არ გატყდება.
”თავისუფლება არის ღირებულება, რომელიც დგას სახელმწიფოს, ეროვნებას, კულტურას მიღმა. თავისუფალი ადამიანები ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ედგნენ ნებისმიერ ისტორიულ და დრამატულ მომენტში ქვეყნის განვითარების.
ახლა თავისუფლების მოყვარე ადამიანები, ჩვენთან ერთად დგანან. ძალიან მომწონს, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ოპოზიციის მიერ ჩამოყალიბებული გეგმა, რომ პიკური აქციები არის ორშაბათს ეს ისწავლეს და მიხვდნენ, რომ ორშაბათის მიტინგს უნდა დაესწრონ. მახარებს ასეთი მხარდაჭერა მამხნევებს და მიძლიერებს იმედს.
ეს არის საბჭოთა საქართველოს დემონტაჟის პროცესი, ეს არ მოხდება 1 დღეში ეს არ მოხდება 2 დღეში. თავისუფლების მოპოვებას სჭირდება მდგრადობა, სჭირდება მუშაობა და ჩვენ ამას გავაკეთებთ, არ გავტყდებით, იმიტომ რომ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. სხვა ალტერნატივა არის რუსეთი, ეს 30 წლის წინ გავაკეთეთ, სამწუხაროდ ხელახლა გვიხდება საბჭოთა საქართველოს დემონტაჟი. ჩვენ ვიბრძვით, ჩვენი თავისუფლებისთვის”, – ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
ჩვენ ვართ ევროპა – მოპარული არჩევნების წინააღდმეგ ხალხი ისევ ქუჩაში გამოდის. რუსთაველის გამზირი უკვე გადაიკეტა.
საქართველოს მოქალაქეები არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ და ხელახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
სავარაუდოდ მათთან ერთად დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტების მაღალჩინოსნები იდგებიან.