როცა პარლამენტში არცერთი პარტია არ შედის, ნიშნავს, რომ ოპოზიციური ნაწილი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას – გვარამია

“როცა პარლამენტში არცერთი პარტია არ შედის, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, ოპოზიციური ნაწილი არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას“, – ამის შესახებ კოალიცია “ცვლილელებიბისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ისინი მხოლოდ საკუთარ თავს არ წარმოადგენენ, ისინი საკუთარ ამომრჩვეელს წარმოადგენენ, რომელთა რიცხვიც, მისი თქმით, ბევარდ უფრო მაღალია, ვიდრე “ოცნების“ ამომრჩევლების.

”ჩვენ მხოლოდ ჩვენ თავს არ წარმოვადგენთ, ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენ ამომრჩეველს, რომელიც უფრო მეტია, ვიდრე “ოცნების“ ამომრჩეველი. თუ ოპოზიცია შედის პარლამენტში, მაშინ რაზე ვლაპარაკობთ, რა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უცხოელ პარტნიორებს მოვუწოდებთ ლეგიტიმაციის არ აღიარების პოლიტიკისკენ. ჩვენ თუ შიგნით შევდივართ, რამდენიც არ უნდა ვიძახოთ, პარლამენტი არალეგიტიმურია, თუ შიგნით ვიმყოფებით, ვიღებთ მონაწილეობას იმ პროცესში, რომელსაც პარადოქსულად არალეგიტიმურს ვეძახით“, – განაცხადა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share