კოალიცია “ცვლიელბებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ კარვების კამპანია, რომელიც ცოტა ხნის წინ დააანონსა, არ გაჩერებულა და როცა საჭირო გახდება, ეს კარვები მაშინ გაიშლება.
გვარამია კონკრეტულ დღეს არ ასახელებს, როდის მოხდება ეს, თუმცა, ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია კონკრეტულ ქმედებებზე,ხელისუფლების მხრიდან.
“არ ვაპირებ დასახელებას, როდის გაიშლება კარვები, თუმცა, ეს შეიძლება იყოს ხვალ, ან მასზეგ“– განაცხადა გვარამიამ.