“ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ხელმძღვანელი, დავით ქაცარავა მიიჩნევს, რომ ახლა დანებების უფლება არავის აქვს, რადგან არჩევნები ტოტალურდ გააყალბეს და საზოაგდოებას “თავზე გადაახიეს.“
ქაცარავა ამბობს, რომ ახლა ნიჰილიზმის და დანებების დრო არ არის, რადგან გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლითაა შესაძლებელი.
“ჩვენ თუ ახლა ამას დავთმობთ, სამშობლოს დავკარგავთ და მომავალი არჩევნები უბრალოდ აღარ იქნება“, – თქვა ქაცარავამ .
”ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ დავნებდეთ, ეს არ არის რიგითი არჩევნები, ეს არის ეგზისტენციალური არჩევნები, რომლებიც მოგვპარეს, დაგვახიეს თავზე, ტოტალურად გააყალბეს ისე, როგორც აქამდე არ გაუყალბებიათ და ისინი ელოდებიან, რომ ჩვენ დავიღლებით, შევეგუებით და კომპრომისზე წავალათ. არა ბატონებო, არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება, იმიტომ რომ ასეთი მკაფიო არჩევანი – შავსა და თეთრს შორის არასდროს ყოფილა. ჩვენ ცალსახად, მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლა გაგვამარჯვებინებს, არავითარი დანებება და ნიჰილიზმი, ახლა ამის დრო არ არის. ჩვენ თუ ახლა ამას დავთმობთ, სამშობლოს დავკარგავთ და მომავალი არჩევნები უბრალოდ აღარ იქნება“, – განაცხადა ქაცარავამ.