“თქვე გარეწრებო, როგორ უნდა აგაღელვოთ ბუჩაში დახოცილი ბავშვების სისხლმა, როცა ხელისუფლებაში მოსასვლელად 9 თვის ბარბარე ქვევრში დაახრჩეთ?!” – ასე მიმართავს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ნუგზარ სულაშვილი საქართველოს ხელისუფლებას და წერს:
“თქვე გარეწრებო, როგორ უნდა აგაღელვოთ ბუჩაში დახოცილი ბავშვების სისხლმა, როცა ხელისუფლებაში მოსასვლელად 9 თვის ბარბარე ქვევრში დაახრჩეთ?!
როცა უმწეო ონკო-პაციენტი ბავშვების სიცოცხლე ბიზნესად აქციეთ და საერთოდ არ განაღვლებთ მათი სიცოცხლე?!
დღეს 4 პაციენტს უთხრეს უარი საფრანგეთში მკურნალობაზე მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენმა პრეზიდენტმა დაუდასტურა საფრანგეთის ხელისუფლებას, ყველას სათანადო უფასო სამედიცინო მომსახურებაზე
პასუხისმგებლობას საქართველოს მთავრობა იღებსო.
თქვენთვის არ არსებობს ბუჩა და ბესლანი!!!
თქვენი ბედნიერების საზომი ფულია! ბევრი ფული!!!
მე ამ ბავშვებს არ დავაბრუნებ, სულ რომ მშრალი შიმშილობის გამოცხადება მომიწიოს ეიფელის წინ. მსოფლიოს დავანახებ რა ნაგვებიც ხართ!!!” – წერს სულაშვილი.