უკრაინის ომში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილმა სისასტიკემ, ქართველებს აფხაზეთის ომში გადატანილი ტრავმები ისევ განუახლა…
აწ უკვე გარდაცვლილი ნაირა კალანდია, ერთ-ერთი იყო იმ უამრავ ადამიანს შორის, რომელიც აფხაზეთის ომში სასტიკად აწამეს. მას შვილი მოუკლეს, შემდეგ კი აიძულეს, მისი ორგანო გადაეყლაპა.
“თვალწინ მომიკლეს შვილი..ერთ-ერთმა ყაზახმა ფეხი თავზე დამადო, ჩემს შვილს თვალი ამოუღო და გადამაყლაპა, ჩამომკიდეს, ცეცხლი დამინთეს, მკერდი მომაჭრეს, ავტომატის ტარს მირტყამდნენ თავში. თავის ქალა ჩატეხილი მქონდა…”, – აცხადებდა ერთ-ერთ ინტერვიუში კალანდია.
აფხაზეთის ომი 1992-1993 წლებში მიმდინარეობდა. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და ასეულობით უგზო-უკვლოდ დაიკარგა დაიჭრა და დასახიჩრდა 10 ათასამდე კაცი გაძევებულ იქნა 300 ათასზე მეტი ადამიანი. აქედან, 50-60 ათასი სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.