რუსეთის სახელმწიფო დუმის ქვედა პალატამ 12 ნოემბერს “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდის” აკრძალვის შესახებ კანონპროექტს დაუჭირა მხარი. კანონპროექტი პირველად 25 სექტემბერს წარადგინეს.
კანონპროექტის მიხედვით, საჯაროდ აიკრძალება ისეთი მასალების გავრცელება, მათ შორის, ფილმებისა და მედიის სახით, რომელიც “მშობიარობაზე უარის თქმას ახალისებს”. კანონპროექტს სახელმწიფო დუმის ქვედა პალატაში დეპუტატების მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდა.
ამასთანავე, მიღებული კანონპროექტი სოციალურ ქსელებში, ონლაინ პლატფორმებზე, ფილმებსა და რეკლამებში “ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდის” გამავრცელებელი ინდივიდებისთვის 400 000 რუბლის ($4 129), ხოლო ორგანიზაციებისთვის 5 მლნ რუბლის ($51 611), ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.
თუმცა, კანონმდებლობის მიხედვით გამონაკლისია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია, რომელსაც უფლება ექნება მონასტრულ ცხოვრებასა და ცელიბატის დაცვაზე ინფორმაცია გაავრცელოს.
“ნებაყოფლობითი უშვილობის პროპაგანდაზე” კანონპროექტს ახლა, 20 ნოემბერს, დუმის ზედა პალატაში განიხილავენ, რის შემდეგაც მას პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს გადაუგზავნიან ხელის მოსაწერად.
აღსანიშნავია, რომ ამ კანონპროექტით შესწორება მოხდება უკვე არსებული აკრძალვების იმ შინაარსის მასალებზე, რომელიც LGBTQ+ ურთიერთობების ან გენდერული ტრანზიციის “წახალისებას” ეწევა.