უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ტრამპის გუნდის პირობებში რუსეთ-უკრაინის ომი გაცილებით მალე დასრულდება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამართლიანი მშვიდობა, რათა არ არსებობდეს გრძნობა, რომ საუკეთესოები დავკარგეთ უსამართლობისთვის, რომელიც თავს მოგვახვიეს. ომი დასრულდება, მაგრამ ზუსტი თარიღი არ ვიცით. რა თქმა უნდა, ამ გუნდის პოლიტიკის პირობებში, რომელიც ახლა თეთრ სახლს სათავეში ჩაუდგება, ომი უფრო სწრაფად დასრულდება. ეს მათი მიდგომაა”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთნა, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბრის დროს უკრაინის პოზიციის საწინააღმდეგო ვერაფერი მოისმინა.