“მე რა შუაში ვარ, პროცედურები დამთავრდა” – კობახიძე არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოცემაზე

ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციის პარალელურად, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თბილისის მერმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს.

ერთ-ერთი კაფედან გამოსულ ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ დაამთხვია ცესკომ ფეხბურთს სხდომის ჩანიშვნა და არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნება.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლის პასუხი კი შემდეგნაირი იყო – “მე რა შუაში ვარ? პროცედურები დამთავრდა და ქვეყნდება ოქმი. ოპოზიცია არის გაჭირვებაში. თქვენც ხართ გაჭირვებაში“.

ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს ხვალ, 16 ნოემბერს, 11:00 საათზე შეაჯამებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share