იყო შეთავაზება, უფრო დეტალურად განხილულიყო კანონმდებლობა და პასუხი იყო „არა“ – ო’ბრაიენი “ოცნებაზე”

საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ “ქართული ოცნება” ამხილა – ჯიმ ო’ბრაიენი ამბობს, რომ პარტნიორებმა როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან შესთავაზეს “ოცნების” ხელისუფლებას კანონპროექტთან დაკავშირებით დეტალური მსჯელობა, თუმცა მათგან უარი მიიღეს.

”სანამ ამ კანონს მიიღებდნენ, ჩვენი მხრიდან და ევროკავშირის მხრიდან იყო შეთავაზება, რომ უფრო დეტალურად განხილულიყო ეს კანონმდებლობა და ამაზე პასუხი იყო, რომ „არა“ – ეს კანონმდებლობა მიიღებოდა ასე სწრაფად, სამი მოსმენით,“ – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენი.

“ქართული ოცნების” ლიდერები, მათ შორის პრემიერი ირაკლი კობახიძე  კანონის დამტკიცებამდე საუბრობდნენ, რომ პარტნიორები კანონპროექტზე დისკუსიას არ თანხმდებიან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share