„ივანიშვილმა იმდაგვარად მოისურვა რეალობის გაყალბება, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვლა“ – ნიკა მელია

“მოქალაქე გადაწყვეტს, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება და არა კობახიძე, ღარიბაშვილი, კალაძე, ივანიშვილი და პაპუაშვილი“ – ამის შესახებ კოალიცია “ცვლიელბებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ საპროტესტო აქციაზე “ტვ პირველის“ ჟურნალიტს განუცხადა.

 

მელიას თქმით, “ამ აქციის ფარგლებში, კიდევ უფრო მტკიცენი ვარ, ძალა ერთობაში, მოტივაციაში, ბრაზში და შეთანხმებაშია, რომელიც მომავალს უკავშირდება.“

“მარტივი მოცემულობაა, ეს ბრძოლა უკვე კონრკეტულ ქმედებებზე და ნაბიჯებზე გადის“, – ამბობს მელია.

პროტესტი, რომელიც სხვა ეტაპზე გადავიდა, არ არის ერთჯერადი აქტი, ეს იქნება მაღალი ინტენსივობის და მზარდი, ვიდრე მიზანი არ იქნება მიღწეული. როდესაც არალეგიტიმური ხელისუფლება გყავს, რომელსაც არ აღიარებს არც ქვეყნის შიგნით და არც გარეთ არავინ, ასეთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება უმცირესობის ხელით მართავდეს უმრავლესობას ქვეყანაში. მითუმეტეს, როცა აქ საუბარი არ არის მხოლოდ ციფრების და პროცენტების გაყალბებაზე, ივანიშვილმა იმდაგვარად მოისურვა რეალობის გაყალბება, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვლა. ამის უფლება არავის აქვს. ამ აქციის ფარგლებში, კიდევ უფრო მტკიცენი ვარ, ძალა ერთობაში, მოტივაციაში, ბრაზში და შეთანხმებაშია, რომელიც მომავალს უკავშირდება და მოქალაქე გადაწყვეტს, როგორ ქვეყანაში სურს ცხოვრება და არა კობახიძე, ღარიბაშვილი, კალაძე, ივანიშვილი და პაპუაშვილი. მარტივი მოცემულობაა, ეს ბრძოლა უკვე კონრკეტულ ქმედებებზე და ნაბიჯებზე გადის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
დაუმორჩილებლობის აქცია თბილისში – თბილისის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა უკვე 15 საათია, გადაკეტილია. ევროპული მომავლის მცველებმა მთელი ღამე ქუჩაში გაათენეს. ჭავჭავაძის გამზირზე ახლა ოცზე მეტი კარავია გაშლილი.

“სამშობლო და არჩევანის თავისუფლება უნდა დავიბრუნოთ”  – ეს არის მთავარი გზავნილი საპროტესტო აქციიდან. პროტესტის გამო სწავლა შეწყვეტილია სახელმწიფო უნივერსიტეტში, საავტობომობილო გზები კი აჭრელებულია წარწერებით – “გაიფიცე“, “აჯანყდი“.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share