გერმანიის საგარეო: უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის კონტექსტში განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან.

განცხადებაში საგარეო უწყება საუბრობს 26 ოქტომბრის არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ და მისი გამოძიების საჭიროებაზე მიუთითებს.

“რამდენიმე თვის განმავლობაში ვაკვირდებით, როგორ აქცევს ზურგს საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს. საერთაშორისო დამკვირვებლებმა დაადასტურეს დარღვევები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა საჩივრისა და ბრალდების სრული და გამჭვირვალე გამოძიებისკენ. ასევე, უნდა გადაფასდეს ევროკავშირის ურთიერთობები საქართველოსთან, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის ღონისძიებები საქართველოსთვის გაწევრიანების პროცესის კონტექსტში” – ნათქვამია განცხადებაში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share