EU-ის მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს – საქართველოში “ტექნიკური მისია” ჩავა – იოზვიაკი

იოზვიაკის ცნობით, საქართველოში ევროკავშირის კომისიის “ტექნიკური მისია” ჩავა.

“ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხი განიხილეს. ქვეყანაში EEAS/ევროკავშირის კომისიის “ტექნიკური მისია” ჩავა, რომელიც დაკომპლექტებული იქნება ოფიციალური პირებით. ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, შესაძლოა, უფრო ფართო მანდატი მიენიჭოს. ოდირი ევროკავშირის მაღალჩინოსნებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას მიაწვდის” – წერს იოზვიაკი.

დღეს, საქართველოს საკითხს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share