გერმანიის დედაქალაქ ბერლინში პოლიციამ, მეორე მსოფლიო ომის დასრულების დღის აღსანიშნავად მიძღვნილ ღონისძიებებზე, ომის მემორიალურ ადგილებში რუსეთისა და უკრაინის დროშების გამოყენება აკრძალა.
გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა ამ გადაწყვეტილების გამო, შეშფოთება გამოხატა. მისი თქმით, აღნიშნული, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, დაზარალებულებისა და აგრესორების მიმართ ერთნაირი მოპყრობაა.
“შოკირებული ვართ, რომ ბერლინის პოლიციამ 8 და 9 მაისს უკრაინასთან დაკავშირებული დროშები აკრძალა. ეს უკრაინისა და უკრაინელებისთვის სახეში სილის გარტყმაა”,- თქვა გერმანიაში უკრაინის ელჩმა.
8 და 9 მაისს ცერემონიების დროს, აკრძალული იქნება თვითგამოცხადებული დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკების” დროშები და რუსული ომის სიმბოლოები: V და Z.