უკრაინაში, ხერსონის ოლქში, ჩულაკოვოს ტერიტორიული თემის ხელმძღვანელის, ალექსანდრე მუსიენკოს ინფორმაციით, სოფელ ჰეროისკოესა და ივანოვკასთან ტყეები იწვის, რუსი ოკუპანტები კი ადგილობრივებს ცეცხლის ჩაქრობის უფლებას არ აძლევენ. მუსიენკო წერს, რომ არსებობს სოფლების გადაწვის რეალური საფრთხე, რასაც ადგილობრივებში მსხვერპლი მოჰყვება:
“ძალიან მტკივნეულია იმის გაგება, რომ რუსული სამხედრო ძალა ადგილობრივებს ცეცხლის ჩაქრობას უკრძალავს!!! ასობით ადამიანი მირეკავს კითხვით, რა გავაკეთო – დავიწვა თუ დავიხრჩო? ძალიან გთხოვთ, მაქსიმალურად გააზიაროთ ეს პოსტი, იქნებ მივიდეს იმ ჟურნალისტებამდე, ვინც ამ უბედურებას ჩვენს მთავრობაზე მაღლა დააყენებს! ეს არის ადამიანების სულის ტირილი, რადგან არსებობენ ბავშვები, მოხუცები, რომლებსაც ცეცხლისგან ან კვამლისგან სიკვდილი ემუქრებათ!!! გთხოვთ დახმარებას!!!” წერს მუსიენკო