CIA-ს დირექტორი: “პუტინს არ სჯერა, რომ ომის წაგება შეუძლია”

ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) დირექტორის, უილიამ ბერნსის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ომის მეორე ეტაპზე სასწორზე ბევრი რამ დადო და თვლის, რომ უფრო მეტად გარისკვა საუკეთესო გზაა.

ბერნსის თქმით, პუტინის ეს აზროვნება ომის მეორე ფაზას, პირველთან შედარებით ისეთივე ან უფრო მეტად სარისკოს ხდის.

“ის ჩაკეტილია გონების ჩარჩოში, რომელსაც არ სჯერა, რომ წაგება შეუძლია. ვფიქრობ, ახლა ის დარწმუნებულია, რომ უფრო მეტად გარისკვა მას საშუალებას მისცემს მიაღწიოს პროგრესს”,- თქვა ბერნსმა.

ბერნსმა ასევე აღნიშნა, რომ ომის “ატომურ კონფლიქტში” გადაყვანა არ უნდა შეფასდეს იმაზე ნაკლებ მნიშვნელოვნად, ვიდრე ეს სინამდვილეშია, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს დაზვერვა ამ ეტაპზე “ვერ ხედავს რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების დაგეგმვის პრაქტიკულ მტკიცებულებებს”.

“ჩვენ მოვუსმინეთ რუსეთის ხელისუფლებას – არ შეგვიძლია, რომ მსუბუქად მივიღოთ ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იმ მომენტში, როდესაც ფსონები ძალიან მაღალია პუტინის რუსეთისთვის და ეს რისკები, კონფლიქტის მეორე ეტაპზე სერიოზულია, ის არ უნდა იყოს ნაკლებად შეფასებული”,- თქვა მან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share