“ყველა რექტორი, რომელიც სტუდენტებზე სისტემურ ძალადობას არ გმობს, იმავეს აკეთეს, რაც ჯაბა სამუშიამ გააკეთა” – ამის შესახებ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა, მათე ცენტერაძემ განაცხადა.
ახალგაზრდებმა ბსუ-ს რექტორს “ტვ პირველის” ეთერიდან მოუწოდეს, რომ ევროპული მომავლის მცველებს მხარდაჭერა გამოუცხადოს.
”დღეს ჩვენ არ გვყავს მხოლოდ ერთი ჯაბა სამუშია, ყველა რექტორი, რომელიც ამ სისტემურ ძალადობას სტუდენტებზე არ გმობს, ზუსტად იმავეს აკეთებს, რაც გააკეთა თსუ-ს რექტორმა. გვინდა ჩვენს რექტორს მოვუწოდოთ უნივერსიტეტიდან, აუცილებლად უნდა ვიყოთ პირველები, ვინც დაგმობს ამ ყველაფერს”, – ამბობს მათე ცენტერაძე.