დღევანდელი დღე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში შავ ლაქად შევა – შარაშიძე

ეს დღე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში შავ ლაქად შევა” – ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, გიორგი შარაშიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

ოპოზიცონერი პოლიტიკოსის შეფასებით, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა იზოლაციაში შედგა.

” ეს დღე შევა, როგორც ერთ ერთი შავი ლაქა საქართველოს უახლეს პოლიტიკურ ისტორიაში, როდესაც საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა შედგა იმ იზოლაციაში, რაც ჩვენც ვიხილეთ. სხდომა, რომელსაც არ ესწრებოდა არცერთი ელჩი, მხოლოდ ”ოცნება” იყო წარმოდგენილი დარბაზში, ოპოზიციის არცერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა. თუ ”ოცნებას” ჰგონია, რომ მათ რაღაც გადააგორეს და რაღაც განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს, რა თქმა უნდა, ძალიან ცდებიან”, – ამბობს გიორგი შარაშიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share