“ქართული ოცნებისთვის” ტრაგიკული და მწუხარე დღე იყო” – ასე აფასებს პარტია “სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე, ეკა ბესელია მარტოდ დარჩენილი “ქართული ოცნების” მიერ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გამართვას.
ეკა ბესელია ამბობს, რომ 2024 წლის 25 ნოემბერი “ისტორიაში მარცხისა და ქვეყანაზე ძალადობის დღედ დარჩება”.
ტრაგიკული დღე და ყველაზე მწუხარე დღე იყო ”ქართული ოცნებისთვის”. ისტორიაში დარჩება ეს დღე, როგორც მარცხის და საკუთარ ქვეყანაზე ძალადობის დღედ, კონსტიტუციაზე ძალადობის დღედ, უსამართლობის გამოხატულების, მლიქვნელობის, მორალთან კომპრომისის დღედ. ძალიან მძიმე საყურებელი იყო და თუ ვინმეს უნდა მივუსამძიმრო, ეს არის ყველა ის ადამიანი, ვინც დღეს იმ დარბაზში იყო და გრძნობდა ან ვერ გრძნობდა, რომ საკუთარ ქვეყანას ამარცხებდა დღევანდელი დღით, თუმცა საბოლოდ ამას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებენ. დღეს გამარჯვებული არის ყველა ის ადამიანი, ვინც 26 ოქტომბერს საქართველოს უკეთესს მომავალს მისცა ხმა და არა ამ რუსულ დღის წესრიგს”, – ამბობს ეკა ბესელია.