ივანიშვილს თუ გაუვა, საქართველოსგან მალე პუტინის რუსეთს შექმნის – კახა ასკურავა

ლანჩხუთის საკრებულოს დეპუტატი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს:
”მიუხედავად იმისა,რომ 24 საათი სრულდება რაც თვალი არ მომიხუჭავს და არც აქ შემოვსულვარ აქმდე,რასაც ახლა გადავავლე თვალი,არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი, რადგან ზოგიერთის აზრებმა ძალიან გამაბრაზა:
🛑 მუდმივად ჭკუისმასწავლებლებმა ცალ ხელში პულტით და მეორეში ფზე კაკუნით ნუ გააწყალეთ გული რა! გამოდით თბილი ოთახებიდან,უარი თქვით კომფორტზე და დადექით იქ,სადაც დგას რიგითი თქვენი თანამოქალაქენი.თქვენი წილი თქვენ გამარგლეთ,თქვენი წილი თქვენ თვითონ გააპროტესტეთ,თქვენი წილი თქვენ თვითონ გაათენეთ და თქვენი წილი თქვენ თვითონ იჩხუბეთ,ამის მერე აღარც თავი გექნებათ სხვის ეზოში კენჭების სროლის და აღარც დრო!
🛑 ალბათ ბევრი თქვენთაგანი ვერც ხვდება რეალურად ვისთან გვაქვს საქმე?!
ვერ აცნობიერებს,რომ ივანიშვილი აქამდე თუ ამსგავსებდა ამ/თქვენს ქვეყანას ბელორუს და მსგავსი ტიპის ტოტალიტარულ მმართველობებს, სადაც ხელისუფლებები არჩევნებით გზით აღარ იცვლება,26 ოქტომბრის მერე, უკვე გააკეთა ბელორუსი და თუ კიდევ გაუვა, გააკეთებს პუტინის რუსეთსაც.ჯერ ეს გაიაზრეთ და მერე მიხვდებით,თუ რამდენად რჩება სივრცე, სხვადასხვა პოლიტიკური მანევრებისათვის?!
🛑 თავად ივანიშვილი ჩამოყალიბდა კლასიკურ დიქტატორად.არანაირი უხეირო და არანაირი კვაზი(!) ერთი კაცი,რომლის ხელშიცაა, სახელმწიფოს ძირითადი ინსტიტუციების ყველა სადავე და ყველა ბერკეტი, კაცი რომელიც ერთდროულად არის:პრემიერი,პარლამენტის თავმჯდომარე,პროკურორი,ყველა დონის მოსამართლე და თუ მოინდომა სულიერი ლიდერიც კი და მას დღეს უკვე ხელზეც ემთხვიეს, რაც ეჭვი მაქვს,ცოცხალ წმინდანად თვითგამოცხადების სურვლსაც აღუძრავდა და არც ის გამიკვირდება მისგან,ხვალ ამის რეალიზებასაც შეუდგეს,დიქტატორია აბა რაა?!
იგი ზუსტად იმდენს მიიტაცებს,რამდენიც გაუვა!
იგი როგორც ფულის შონის მადაში ვერ გრძნობს ძღომას,ზუსტად ასევე ვერ იგრძნობს ძალაუფლებით ტკბობაშიც!
ასე,რომ საფრთხეები უფრო ფართო ჭრილში დაინახეთ და ის ეგზისტენციალური გამოწვევბი უფრო ცივი გონებით შეაფასეთ,ვიდრე სხვის კრიტიკაზე გადახვალთ!
❗️სლოგანი – გამოვა,მაგრამ შენს გარეშე არ გამოვათი იხელმძღვანელეთ და მართლაც აუცილებლად გამოვა❗️❗️❗️” – წერს ასკურავა.
შეიძლება იყოს ერთი ან მეტი ადამიანი, ბრბო and ტექსტი გამოსახულება
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share