აქციაზე სპეცრაზმი ჟურნალისტ მარიამ გაფრინდაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა

თბილისში, ჩიტაძის ქუჩაზე “ტვ პირველის” ჟურნალისტზე, მარიამ გაფრინდაშვილზე სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა ფიზიკურად იძალადეს – კადრებში ჩანს, როგორ აგდებენ ჟურნალისტ ქალს სპეცრაზმელები მიწაზე.

გომელაურის უწყების თანამშრომლები  რეპორტიორებზე მაშინ იძალადეს, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.

მარიამ გაფრინდაშვილს დაზიანება თავის არეში აქვს მიყენებული. მას სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

“ტვ პირველი” მედიის წინააღმდეგ მოწყობილ სადამსჯელო ოპერაციაზე პასუხისმგებლობას შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს აკისრებს და ამბობს, რომ მედიაზე ანგარიშსწორების მიზანი სამაუწყებლო სიგნალის გათიშვაა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share