აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა გაავრცელა:
“ვგმობთ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც სამართლიანად აპროტესტებს კონსტიტუციის ღალატს – ევროკავშირი კრემლის წინააღმდეგ დამცავი ზღუდეა. ჩვენ შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსთან”- დაწერა მეთიუ მილერმა.