გაბრაზებული ვარ, რომ ჩვენს ულამაზეს სამშობლოს ასეთი არამზადა ხელისუფლება ჰყავს – ნოდიკო ტატიშვილი

”გაბრაზებული ვარ, რომ ჩვენს ულამაზეს სამშობლოს ასეთი არამზადა ფსევდო ხელისუფლება ჰყავს”- ამის შესახებ  მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი აცხადებს, რომელიც ამ წუთებში, რუსთაველის გამზირზე უამრავ სამშობლოს სიყვარულით გულანთებულ მოქალაქეებთან ერთად დგას.

მომღერალი მოუწოდებს თავის სფეროს წარმომადგენლებს, რომ შეუერთდნენ საპროტესტო აქციას და დადგნენ ხალხის გვერდით.

”ჩვენი ქვეყანა ახლა თუ არ გადარჩა, ვეღარ გადარჩება ვერასდროს” – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

”გულდაწყვეტილიც ვარ და გაბრაზებულიც, რომ ჩვენს ულამაზეს სამშობლოს ჰყავს ასეთი არამზადა ფსევდო ხელისუფლება, არალეგიტიმური პარლამენტი, არალეგიტიმური მთავრობა ჰყავს. კონსტიტუცია აღარ გვაქვს. ამას არავინ არ აპატიებს ამათ. თავიდან, როცა რუსულ კანონს იღებდნენ მაშინ ვამბობდი, რომ ეს ყველაფერი არის იმის ბრალი, რომ 12 წელი ვაპარპაშეთ და ახლა კიდევ 4 წელი უნდა იპარპაშონ, ესე არ გამოვა. თქვენ ვერანაირ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვერ ააშენებთ, დროა რომ ძალიან ლამაზად წახვიდეთ. რაც მალე წახვალთ უკეთესია ქვეყნისთვის, ვიცი, რომ თქვენ ეს გწყინთ. მეც მწყინს, რაც ხდება დღეს ჩემს სამშობლოში. მინდა მოვუწოდო ყველას, განსაკუთრებით ჩემი სფეროს წარმომადგენლებს, ისეთი საოცრება ხდება აქ, ისეთი სულისკვეთებაა, რომ მე მოგიწოდებთ ყველას, რომ გამოდით და დადექით ჩვენთან ერთად და უგულშემატკივრეთ ჩვენს ქვეყანას, რომელიც ახლა თუ არ გადარჩა, ვეღარ გადარჩება ვერასდროს”, – ამბობს ნოდიკო ტატიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share