გარდაიცვალა ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან პირველი

ინფორმაციას სოციალურ ქსელში ახლობლები ავრცელებენ.გარდაცვალების მიზეზები უცნობია.ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან პირველი მოწამლეს. – ეს ინფორმაცია ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, მიმდინარე წლის 22 ივლისს გაავრცელა.ვასაძე აცხადებდა, რომ პირველი “განზრახ არის მოწამლული ბაქტერიებით და ამჟამად მისი მდგომარეობა მძიმეა.”ლევან პირველი თურქეთის კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.მანამდე ლევან პირველის და, ლიკა პირველი დაიღუპა.ლიკა პირველი ძმის, ლევანის დონორი იყო. ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციის მსვლელობისას. ის 54 წლის იყო.გარდაცვალების მიზეზად პირველი ოპერაციის შემდეგ, ტრომბი დასახელდა.ლევან პირველი 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, მესტიის მაჟორიტარი დეპუტატი.პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭების შემდეგ ის საქართველოში 2013 წელს დაბრუნდა მ”მე პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სი უკვე გა­მაჩ­ნია ევ­რო­კავ­ში­რის კა­ნონ­მდებ­ლო­ბით და ავ­სტრი­ის ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნის სა­ფუძ­ველ­ზე. ეს სტა­ტუ­სი ჟე­ნე­ვის კონ­ვენ­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზეც მაქვს. კო­მი­სი­ის წევ­რებს ჩემი სტა­ტუ­სი ავ­ტო­მა­ტუ­რად უნდა და­ე­დას­ტუ­რე­ბი­ნათ, გან­სა­ხილ­ვე­ლი არა­ფე­რია. რე­ა­ლუ­რი მი­ზე­ზი კი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობს – იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი გა­მო­ვი­და “კავ­კა­სი­ის” პირ­და­პირ ეთერ­ში და თა­ვის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რო­ბით გა­მა­ო­ცა. თქვა, რომ უნ­დობ­ლო­ბას გა­მო­უ­ცხა­დებს სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­სი­ას, თუ ისი­ნი შე­მიყ­ვა­ნენ პო­ლიტ­დევ­ნილ­თა სი­ა­ში. ამის­თან, ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი იუ­რის­ტის არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი გა­მოთ­ქმა მი­ა­ნიშ­ნებს სხვა რა­მე­ზე. თუ არ შე­გის­წავ­ლია და წი­ნას­წარ გაქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აზრი, ეს სხვა თუ არა­ფე­რი, პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნაა. თა­ვი­სი გან­ცხა­დე­ბით, წუ­ლუ­კი­ან­მა შექ­მნა პრე­ცენ­დენ­ტი, რომ მე უკვე ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დევ­ნი­ლი ვარ”, – აცხა­დებ­და 2012 წლის 3 დე­კემ­ბერს ლე­ვან პირ­ვე­ლი.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share