ევროპარლამენტის დელეგაცია: საქართველოს დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშ დგას

ევროპარლამენტის მრავალპარტიულ დელეგაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. რომელიც ქვეყნის დემოკრატიული მომავლის მხარდასაჭერად და არსებული პოლიტიკური კრიზისის გასაუმჯობესებლად მიმართულ ნაბიჯებს მოიცავს.

“გაყალბებული არჩევნები, სასტიკი რეპრესიები, მოპარული მომავალი –  საქართველო გზაჯვარედინზეა. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა შემოიღოს სანქციები, მოითხოვოს ახალი არჩევნები და მხარი დაუჭიროს დემოკრატიისთვის მებრძოლებს”, – წერს ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე X-ზე და ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ საქართველოს პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზად მიიჩნევა ახალი არჩევნები, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ადმინისტრაციისა და საერთაშორისო მეთვალყურეობის ქვეშ.

“ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით”, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.

ხელმომწერები არიან:

  • სერგეი ლაგოდინსკი (მწვანეები/EFA), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
  • რასა იუკნევიჩიენე (EPP), საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი;
  • ნატალი ლუაზო (Renew), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის პირველი ვიცე-თავმჯდომარე;
  • მიხალ შჩერბა (EPP), სამხრეთ კავკასიის დელეგაციის მეორე ვიცე-თავმჯდომარე;
  • ტობიას კრემერი (S&D), საქართველოს საკითხებზე ჩრდილოვანი მომხსენებელი;
  • რეინიე ვან ლანშოტი (მწვანეები/EFA), საქართველოს საკითხებზე ჩრდილოვანი მომხსენებელი;
  • ბერნარ გეტა (Renew), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი.

12 დეკემბერს, ევროპელი პოლიტიკოსების ინტერპარტიული დელეგაცია თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა. 6 ევროპარლამენტარი შეხვდა ყველას ოცნების გარდა – ოლიგარქის რეჟიმი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის ლეგიტიმური არ არის.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share