ხვალ რაც მოხდება პარლამენტში პროვოკაცია და პაროდიაა – ზურაბიშვილი

”პროვოკაცია არის, ხვალ რაც ხდება პარლამენტში. პროვოკაცია თუ პაროდია, არ ვიცი როგორ გამოვთქვა. ალბათ, უფრო პაროდია, რადგან ეს იქნება ღონისძიება, რომელიც ლეგიტიმაციას არის მოკლებული, არაკონსტიტუციურია. ამას დიდი ანალიზი არ სჭირდება და არც გაჩერება ამ თემაზე. დღეს რაც ხდება, ყველაფერი პაროდიაა, თუნდაც, ოცნებიდან ხალხის ძალა გადის, მერე დაბრუნდება და ა.შ.

მოკლედ, ეს უკვე აღარ არის არაფერი, კავშირი აღარ აქვს ამას რამე პოლიტიკურ პროცესთან და ეს არის ყველაზე სამწუხარო იმიტომ რომ გაგვიხადეს სახელმწიფო პაროდიად და ეს ჩვენთვის, ყველასთვის არის ძალიან შეურაცხმყოფელი და ამითი ერთგვარად არის ასევე პროვოცირება ხალხის რეაქციების იმიტომ რომ ეს არის შეურაცხყოფა ყველაფრის, ჩვენი წარსულის, ტრადიციების, კულტურის, რომ ასე მოეპყრო დამოუკიდებელი ქვეყნის ინტიტუტებს, თუნდაც პარლამენტს, პირველ რიგში, და ყველა სხვა ინსტიტუტებს და ეს არის ალბათ მიუღებელი”-

 განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე სურაბიშვილმა ბრიფინგზე.

ოცნება ხვალ ახალი პრეზიდენტის ასარჩევად ემზადება. პრეზიდენტის არჩევნები ახალი სისტემით ტარდება –  პრეზიდენტს 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share