გეგა კობახიძის დედა, ნათელა მაჭავარიანი, რომელიც რუსთაველზე პრეზიდენტთან ერთად მივიდა აქციაზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს.
არ მინდა სხვა მშობლებმაც იგივე გადაიტანონ, რაც მე გადავიტანე – ამბობს ნათელა მაჭავარიანი
”მე, როგორც გეგა კობახიძის დედა, მაწუხებს ეს დაპატიმრებული ბავშვები, ნაწვალები ბავშვები. მე რაც გადავიტანე, არ მინდა არცერთმა მშობელმა და დედამ ეს გადაიტანოს. ჩვენ თქვენთან ერთად ვართ”, – განაცხადა ნათელა მაჭავარიანმა.
ფოტო: პუბლიკა