საზღვაო აკადემიის ადმინისტრაციამ თანამშრომლებს ახალი წელი რუსული დროშით მიულოცა, ფაქტის ამსახველი “სქრინი” “აჭარა თაიმსმა” მოიპოვა. საახალწლო მილოცვა აკადემიაში დასაქმებულებს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მეილიდან მიუვიდათ.
ფაქტი დაადასტურა საზღვაო აკადემიის რექტორმა. მურთაზ დევაძის თქმით, თანამშრომელს შეცდომა მოუვიდა:
“უქმე დღეებთან დაკავშირებით გააგზავნა ეიჩარმა მეილი და თან მიაყოლა გუგლიდან აღებული ფოტო. არ დააკვირდა როგორც ჩანს, ბევრმა შეამჩნია და უთხრეს ეს რა გააკეთეო?! მეილი უკვე გამოიწვია, წაშალა. მეცოდება ახლა თვითონაც, მაგრამ რა ვქნა,” – განუცხადა საზღვაო აკადემიის რექტორმა, მურთაზ დევაძემ “აჭარა თაიმსს”.ინფორმაციისთვის: საზღვაო აკადემია პროევროპულ აქციებს არ უერთდება, მათ შორის ადმინისტრაციას არც “ქართული ოცნების” პოლიციის მიერ დაშავებული და დასახიჩრებული მომიტინგეების ფაქტი დაუგმია.