“ქართულ პოლიტიკურ ფაზლს სულ რამოდენიმე ფიგურა აკლია,ამ ფიგურებს თავად ხელისუფლება ჩააჭედებს და მერე?”

ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა დღეს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს: “პოლიტიკას უკიდეგანო შესაძლებლობები აქვს იმისათვის, რომ სახელმწიფო არ დააზიანოს. შარო საიდან მოდიხარ? არ გეცოდენათ ეს სახელმწიფო, თუ რამე შერჩა სახელმწიფოებრიობის ნიშანი უკვე აღარ ვიცი, მაგრამ მაინც. ქვეყანა გაუძლებს – ასეთ დამოკიდებულებებს კი არა – მურვან ყრუს და ჯალალედინს გაუძლო. ეს სეირი პურის უკმარისობას ვერ გადაფარავს და საბოლოოდ სხვა პანოს. თუ გნებავთ, მოზაიკის მხილველები აღმოვჩნდებით. ქართულ პოლიტიკურ ფაზლს სულ რამოდენიმე ფიგურა აკლია და იმის მიუხედავად, რომ სვლა ოპოზიციის მხარეს არის, ცხადია ამ ფიგურებს თავად ხელისუფლება ჩააჭედებს. და მერე?…
ეს ის პროცესია როდესაც ანალიზის გაკეთება ადვილია აღთქმიდან გამომდინარე. აღთქმიდან, რომელიც რჩება საზოგადოებას.
მშრალი ფაქტები:
1. სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელის “ოკუპაციაზე” პოლიტიკური (!) პასუხისმგებლობა დაიკისრა პარლამენტის თავმჯდომარემ და გადადგა. ანუ ეს ნიაშნავს, რომ პროცესი შეფასდა, როგორც ქართული სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების ღირსების შელახვა და უფრო მეტიც – ამ პროცესს ჰქონდა სისხლოს სამართლის დანაშაულის აშკარა შემადგენელი – ოკუპირებუკი ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა – რაზეც არავის უგია პასუხი.;
2. ვინაიდან ყველა შემდგომი პროცესი იყო ხელოსუფლების პოლიტიკური შეცდომისა და სისხლოს სამართლის დანაშაულის გაგრძელება, პროცესზე პასუხისმგებლად რჩება ხელისუფლება, რომელსაც პირველ ნაწილზე არავინ დაუსჯია. ხოლო ბატონი კობახიძის პოლიტიკური დაწინაურება თვალნათლივ ანახებს ყველას, რომ კობახიძის გადადგომა იყო არა პროცესის პოლიტიკური გააზრება და თუნდაც ათასობით ღირსებაშელახული საქართველოს მოქალაქეების პოზიციის გაზიარება, თანადგომა, სოლიდარობა და ყველაზე მთავარი – პოლიტიკური პასუხისმგებლობის რეალური აღება, არამედ კონკრეტულ ვითარებაში მოსახლეობაში ლეგიტიმური აღშფოთების და სახელმწიფოსა და სამშობლოსადმი მიყენებული შეურაცხყობის ფეხებზე დაკიდება;
3. იმის გათვალისწინებით, რომ 20-21 ივნისის ღამე განვითარებულ მოვლენებზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა არავის აუღია (კობახიძის გადადგომა ცალკე ქეისია) და არც არავის პასუხისმგებლობა დამდგარა, აშკარაა, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ კონიუქტურასთან და ორმაგ სტანდარტთან ხელისუფლების მხრიდან;
4. თვალნათელია, რომ მელიას ქეისი სამართლებლივზე უფრო პოლიტიკურია. შესაბამისად, ხელისუფლებას ქონდა მოქმედების ფართო დიაპაზონი, რომელიც განმუხტავდა ვითარებას და ამ შემთხვევაში – თუნაც ზემოთ მოყვანილი არგუმენტების გათვალისწინებით – კანონის უზენაესობაზე აპელირება ისევ პოლიტიკური პროცესის ნაწილია;
5. მესმის რომ ოცნების რიგითი (სამწუხარო ფორმულირებაა) დეპუტატები ვერ ხვდებიან ამ
გადაწყვეტილების შედეგს. თუმცა მინდა მათ ვუთხრა – პოლიტიკა მიზანშეწონილობაა და რა იქნება პერსონალურად თქვენს მიმართ მიზანშეწონილობა სამომავლოდ, გასარკვევი არ არის. რადგან პიიტიტი თქვენს მიმართ არ იარსებებს, არა სამართლებლივ, არამედ სწორედ პოლიტიკურ კონტექსტში;
6. რას იზამს სასამართლო?
– მელია – ციხეში;
– მელია – დარჩება გარეთ. ესეც პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, თუმცა ამით პროცესი, რომელსაც სათავე დაუდო ირაკლი კობახიძემ (!) არ გაჩერდება და როდის ააყირავებს ვითარებას საბოლოოდ, ამას დრო გვანახებს. თუმცა ჩვენ ხომ მხოლოდ ერთი ნიუსით ვცხოვრობთ – “დღეს…” და ამ ნიუსით ვაზიანებთ სახელმწიფოს;
7. მცირე გადახვევაც თემიდან… სახელმწიფოში სადაც სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე პირდაპირ ამბობს, რომ დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით პროკურატურამ საქმე შეკერა და სასამართლომ თეოპოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო – სასამართლოს და პროკურატურის მიმართ ნდობა არის ნული… ესეც პოლიტიკაა…”-წერს მირცხულავა.
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share