ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით – ვასო აბაშიძის სახელობის თეატრი იანვრის სპექტაკლებსაც აუქმებს

ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით – ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი 2,3,4 და 5 იანვარს გადმოტანილ დეკემბრის სპექტაკლებს „შეყრას“ და „გაყრას“ აუქმებს.

ამის შესახებ ინფორმაციას თეატრის სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“იმედია, მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად”, – წერია ინფორმაციაში.

”ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ 2,3,4,5 იანვარს გადმოტანილი დეკემბრის სპექტაკლები “შეყრა“ და “გაყრა“ გაუქმდა! ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე tkt. ge. გილოცავთ ახალ წელს. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად“,-ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ მსახიობს 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share