გურიის მოამბე

“ეს მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი მარცხია” | ზელენსკი უკრაინის გავლით ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტის შეჩერებაზე

“როცა პუტინი 25 წელზე მეტის წინ რუსეთის პრეზიდენტი გახდა, უკრაინის გავლით ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობა ყოველწლიურად 130 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტს შეადგენდა. ეს მონაცემი ახლა ნულია…

ეს მოსკოვის ერთ-ერთი უდიდესი მარცხია. რუსეთის მხრიდან ენერგიის იარაღად გამოყენებისა და პარტნიორების ცინიკური შანტაჟის შედეგად, მოსკოვმა ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი ბაზარი დაკარგა.”

– წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის გავლით ევროპაში რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტის შეჩერებას ეხმაურება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share