გურიის მოამბე

ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ამიტომაც პრეზიდენტს უნარჩუნდება თავისი კონსტიტუციური ვადა – ეკა ბესელია

ახლა გვაქვს ისეთი კაზუსი, რომელიც მართლა არასდროს გვქონია. ყველაფერი არაკონსტიტუციურია, ყველაფერი გასული სამართლებრივი წესრიგიდან, ამიტომაც პრეზიდენტს უნარჩუნდება თავისი კონსტიტუციური ვადა, – ამის შესახებ “სამართლიანობის“ ლიდერი, ეკა ბესელია  საუბრობს.

მისი თქმით, ზურაბიშვილს სხვა ქვეყნების პრეზიდენტები მოიხსენიებენ როგორც საქართველოს ლიდერს და მეთაურს.

“ქვეყნის შიგნით და გარეთ ეს მოცემულობა დალაგდა“, – ამბობს ბესელია.

პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ კონსტიტუცია დაირღვა, როცა პარლამენტის პირველი სხდომა იქნა მოწვეული.

”დაირღვა კონსტიტუცია, პირველი სხდომის მოწვევისთანავე, როდესაც ამის უფლება არ ჰქონდათ. არ შეიძლებოდა პარლამენტის პირველი სხდომა პრეზიდენტის გარდა სხვას დაენიშნა, არ დაელოდნენ საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ბესელიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share