გურიის მოამბე

როგორ გახდა „საგარეჯოს ბიზნესისა და კვების მრეწველობის ინეტიტუტის“ კურსდამთავრებული ქეთევან ჯაჭვაძე მოსამართლე

თეო ხატიაშვილი მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძის განათლებაზე სოცქსელით ახალ ინფორმაციას ავრცელებს:

”ეს ქალი თავისი განათლებით ყველაფერს მოაწერს ხელს, ცხადია
ეს “ინსტიტუტი” არ იგუგლება. როგორც ყვითელი პრესიდან ამოვკრიფე მწირი ინფორმაცია, დარეგისტრირებულია 1992 წელს, როგორც „საგარეჯოს ბიზნესისა და კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინეტიტუტი”, რომელიც 1996 წლიდან დავით გარეჯელის სახელობის ინსტიტუტად გადაიქცა, 2006 წელს კი ფინანსური პრობლემების გამო დაიხურა. რაც მტავარია, ამ ისედაც საეჭვო ინსტიტუტს სამართლის ფაკულტეტი არ ჰქონდა, არამედ უბრალოდ სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ სამართალმცოდნეობას ასწავლიდნენ.
დავით გარეჯელის სახელობის ინსტიტუტს ლიცენზიის მიხედვით შეეძლო მოემზადებინა:
სოფლის მეურნეობის პროდუქტების შენახვებისა და გადამუშავების მენეჯერი;
წარმოების ეკონომიკის მენეჯერი;
ვაჭრობის ეკონომიკის მენეჯერი;
მასობრივი კვების მენეჯერი;
საგაერო ეკონომიკის ურთიერთობის მენეჯერი;
კვების მრეწველობის საწარმოთა მანქანებისა და აპარატების ინიჟინერ-მენეჯერი;
სახალხო მეურნეობის (სამეურნეო) სამართალმცოდნე”- წერს ხატიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share