გურიის მოამბე

ჯო ბაიდენი – პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს

პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია, უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

„პუტინი ახლა რთულ მდგომარეობაშია და მნიშვნელოვანია მას ამოსუნთქვის შესაძლებლობა არ ჰქონდეს, რათა იმ საშინელებების კეთება გააგრძელოს, რასაც აკეთებს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მისი თქმით, „უკრაინას გამარჯვების რეალური შანსი აქვს“, თუ დასავლეთი მის მხარდაჭერას გააგრძელებს.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-მა რუსეთის ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის სექტორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. აშშ-მა სანქციები რუსეთის ნავთობის ორ უდიდეს მომპოვებელს – „გაზპრომ ნეფტსა“ და „სურგუტნეფტეგაზს“, ისევე როგორც 180-ზე მეტს გემს, ათობით ნავთობით მოვაჭრეს, ნავთობის საბადოებისთვის სერვისების მიმწოდებლებს, სადაზღვევო კომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროს ოფიციალურ პირებს დაუწესა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share