გურიის მოამბე

საქართველოში პროტესტი ქვეყნის მასშტაბითაა, ამიტომ დავიწყე რეგიონებში ტური – ზურაბიშვილი

”საქართველოში პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბითაა და მხოლოდ თბილისით არ შემოიფარგლება – სწორედ ამიტომ დავიწყე რეგიონებში ტური. ჩემი პირველი გაჩერება სამეგრელოა, სადაც ხალხი საქართველოს სხვა რეგიონებთან ერთად დაუღალავად იბრძვის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის”-

წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.

***

დღეს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ზუგდიდში ჩავიდა და საპროტესტო აქციას შეუერთდა. შემდეგ კი ახალგაზრდებს, რეგიონში მოქმედ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებსა და აქტივისტებსაც შეხვდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share