გურიის მოამბე

“ოცნება” საბჭოთა კავშირის შთამომავალია, ამდენი წლის ვარ და ასეთი დამპალი მთავრობა ჯერ არ მინახავს – ლამარა აბჟანდაძე

“ამდენი წლის ვარ და ასეთი დამპალი მთავრობა ჯერ არ მინახავს” – ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მყოფმა ბლოგერმა, ლამარა აბჟანდაძემ  განაცხადა.

ლამარა აბჟანდაძემ ივანიშვილის რეჟიმსა და კომუნისტურ პარტიას შორის დიდი ტოლობის ნიშანი დასვა და თქვა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები საბჭოთა კავშირის შთამომავლები არიან.

”სახლში ჯდომა ახლა სირცხვილია, ჩემი ასაკის ხალხი გამოვდივართ დღეს. 95 წლის ქალი თუ გამოვედი, თქვენ ახალგაზრდები, რატომ არ გამოდიხართ, კმაყოფილი ხართ ამ მთავრობის? ამდენი წლის ვარ და ასეთი დამპალი მთავრობა ჯერ არ მინახავს, უკმაყოფილო ვარ და გამოვდივარ იმიტომ. ასეთი რეპრესიები კომუნისტების დროსაც არ მინახავს. თანამედროვე ხელმძღვანელობა, ხელისუფლებაში ვინც არის, იმათი ( საბჭოთა კავშირის) შთამომავლები არიან სულ ყველა, იმათ სისხლი უდუღთ და იმიტომ არის ასეთი რეპრესიები”, – ამბობს ლამარა აბჟანდაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share