პროტესტის 52-ე დღე – თბილისსა და რეგიონებში დღეს 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა გაიმართა. ფილარმონიიდან ამ წუთებში იწყება „დაუმორჩილებლობის მსვლელობა ნიღბებით“- ეს არის ხალხის პასუხი რეჟიმისთვის, რომ ისინი არ ემორჩილებიან ოლიგარქის რეპრესიულ კანონებს და სოლიდარობას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნიღბებისა და ბალაკლავების ტარებისთვის აჯარიმებენ, ან იჭერენ. აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ გადაინაცვლებენ.