აქცია ბათუმის “შერატონში” – მოქალაქეები გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმის კადრების გადაცემას ითხოვენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები სასტუმროს ფოიეში იმყოფებიან და იმ კადრების გადაცემას მოითხოვენ, რომელზეც სრულად არის ასახული გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე მომხდარი თავდასხმები.
“შერატონში” ადასტურებენ, რომ გახარიაზე თავდასხმის სრული ჩანაწერი არსებობს და მას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გადასცემენ.
შეგახსენებთ, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძე ბათუმის “შერატონში” თავს ოლიგარქის დეპუტატი დიტო სამხარაძე თანმხლებ პირებთან ერთად, 15 იანვრის ღამეს თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა