ჩემთვის მოულოდნელი ბევრი არაფერი მომხდარა, მარა მათთვის, ვინაც წლებია ხავსს ეჭიდება და ძალიან ცდილობს “ოცნების” მავნებლობის “გაპრავებას” – ახლა ისე გაშიშვლდა ყველაფერი, როგორ ნამეტანი მაგრადაც არ უნდა დახუჭო თვალები და ყურები, პრაქტიკულად შეუძლებელია ვითარება ოდნავ მაინც შეალამაზო – ლაფში ამოსვრილი სამართალი, კანონი, კონსტიტუცია და ამათი უპირველესი “დამცველი” პროკურატურა, გიენების ხროვად ქცეული, ერთ დროს სასახელო, ჩვენი პოლიციის ძალიან დიდი ნაწილი, სამარცხვინო, ღირსებააყრილი სასამართლო, ინერციით მომუშავე, ცალკეული მოხელეების სინდის-ნამუსისა და პასუხისმგებლობის იმედზე დარჩენილი სახელწიფო მართვის ორგანოები, და ყველაფერ ამასთან ერთად “ქოცპარტიის”, სრული საერთაშორისო იზოლაცია!!!! მოკლედ რომ ვთქვათ, ქართული სახელმწიფო მხოლოდ ნომინალურად არსებობს!!!! ეგ არის რეალობა!!! ასევე კონკრეტულია მომავალი, ორადორი გზა – “ქოცპარტიასთან” ერთად, ანუ მხოლოდ რუსეთთან, ბელორუსთან და ირანთან ერთად და “ქოცპარტიის” გარეშე – ცივილურ, დასავლურ სამყაროსთან ერთად!!! ჰოდა, შეეგუეთ, თუ ჯერ კიდევ ქოცებთან მოიაზრებ შენს მომავალს, რ უ ს ი ხარ!!! ლოგიკა სხვა გამოსავალს არ გვიტოვებს!!! არ გინდათ “საკუთარი აზრის ქონის” უფლებით აპელირება, რადგან სწორედ ეგ “საკუთარი აზრი” გაქცევთ რუსად!!!ახლა ლეგენდები, ზღაპრები, შეთქმულების თეორიები და მსგავსი სისულელეები ნამდვილად არ გამოგადგებათ თქვენს შვილებთან, შვილიშვილებთან და თქვენ წარმოიდგინეთ საკუთარ თავთანაც კი თავის სამართლებლად!!! ისიც გაითვალისწინეთ – ქვეყნის სათავეში”ქოცპარტიის” ყოფნის ყოველი დღე, კიდევ რამდენიმე გაუბედურებული ქართული ოჯახია და ამის მონაწილე შენაც იქნები!!!! გათავისუფლდი!!!!
წერს სოციალურ ქსელში ოზურგეთელი სამოქალაქო აქტივისტი ნოდარი გოგუა