გურიის მოამბე

ჟურნალისტი ნატო გოგელია – ნახეთ როგორ მუშაობს სისტემა და როგორია ორმაგი სტანდარტი!

ეს ინტერვიუ 15 იანვარს, ხუთის ნახევარზეა ჩაწერილი. შერატონის მენეჯერი, მეგი ჟღენტი დეტალურად საუბრობს, რაა ასახული კადრებზე, ადასტურებს, როგორ გაათრია ოთხმა ადამიანმა გიორგი გახარია ცემით სასტუმროს გარე პერიმეტრზე, როგორ ესროლა ზვიად ქორიძეს ქოთანი გიორგი მანველიძემ.
დღეს, 18 იანვარია და ამ დრომდე არ ვიცით რა ეტაპზეა გამოძიება, ამ დროდე მალავენ კადრებს და ამ დრომდე დაუსჯელია თავმდამსხმელები!!!!
თუ ბოლომდე უყურებთ ნახავთ როგორ მუშაობს სისტემა და როგორია ორმაგი სტანდარტი!!!!
შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia ფიქრობთ, რომ კიდევ დიდხანს დამალავთ ამ ამბავს?

წერს საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ჟურნალისტი ნატო გოგელია და “ბათუმი შერატონის” მენეჯერთან, მეგი ჟღენტთან მოკლე ინტერვიუს აქვეყნებს:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share