ის, რასაც მედავება შს სამინისტრო, მისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ ადასტურებენ. ის, რომ პირადად მე გადავკეტე, არც ეს დასტურდება ამ მტკიცებულებებით, – ამის შესახებ მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ მის წინააღმდეგ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მსახიობმა აღნიშნა, ვიდეო მტკიცებულებაში მისი იდენტიფიცირება ხდება, მაგრამ მის წინააღმდეგ ფაქტი არ იკვეთება.
ქაჯაიას თქმით, ის დაელოდება მოსამართლის გადაწყვეტილებას და საბოლოო შეფასებას მხოლოდ მაშინ გააკეთებს.
”ის, რასაც მედავება შს სამინისტრო, მისი მტკიცებულება არ არსებობს. ფაქტს, რომ გზის გადაკეტვა მოხდა ხელოვნურად, ვერ ადასტურებენ. ის, რომ პირადად მე გადავკეტე, არც ეს დასტურდება ამ მტკიცებულებებით, ამიტომ სასამართლომ დღეს არ გამოგვიცხადა გადაწყვეტილება.
დაველოდები იმ გადაწყვეტილებას, რომელსაც სასამართლო გამოიტანს და შემდგომ გავაკეთებ შეფასებას”, – განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ.
მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს, 17:00 საათზე გამოაცხადებს.