გურიის მოამბე

ეს არის ჩვენი სასოწარკვეთილი ხმა, რადგან არავინ გვისმენს – ლევან წულაძე

ეს არის უკვე ჩვენი სასოწარკვეთილი ხმა, რადგან არავინ გვისმენს- ამის შესახებ რეჟისორმა, ლევან (ჭოლა) წულაძემ   განაცხადა და აღნიშნა, რომ დოის წამოწყება საპროტესტო მანიფესტთან დაკავშირებით, მისთვისაც აბსოლუტურად მისაღებია.

წულაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არსებული სიტუაცია უკვე პასუხს ითხოვს, რადგან ყევალფერი გაიყინა.

”პასუხს მოითხოვს სიტუაცია, გაიყინა ყველაფერი, მთავრობა დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ელოდება, როდის ჩაქრება ეს პროტესტი. უდანაშაულო ბავშვების პატიმრობას ვერ შეეგუება ვერავინ. დოის ყველა წამოწყებაში მის გვერდით ვიდგები.

ეს დღეები თეატრი ისედაც ყველაზე აქტიური იყო. ეს არის უკვე ჩვენი სასოწარკვეთილი ხმა, რადგან არავინ გვისმენს“, – განაცხადა წულაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share