რეჟისორი ნანა ჯანელიძე ევროპული და თავისუფალი მომავლის სადარაჯოზე მდგომი მოქალაქეების წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველ ოლიგარქს მარცხს უანონსებს.
რეჟისორი აცხადებს, რომ “ბიძინა ივანიშვილი სიცოცხლის ძალას ებრძვის, მაგრამ ვერ მოერევა, რადგან მის უკან სიკვდილი დგას”.
ამასთან, ნანა ჯანელიძე კამერების წინაშე ივანიშვილის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით კითხვას სვამს – “როგორ მოახერხა, რომ ამხელა სიყვარულის კაპიტალი გაფლანგა და გატეხილ ვარცლთან დარჩა”.
”ივანიშვილი დიდი სიყვარულით, ნდობით მოვიდა, როგორც მმართველი. ძალიან ბევრი ქველმოქმედება აქვს მას ჩადენილი თავის დროზე. როგორ მოახერხა, რომ ამხელა სიყვარულის კაპიტალი ასე გაფლანგა და, ფაქტობრივად, დარჩა გატეხილ ვარცლთან. მას ხალხი გამოეცალა, ემსახურებიან ისინი, ვისაც ხელფასს უხდის. ამხელა სიყვარულის შენობა, რომელიც მან ააშენა, შემოენგრა და აღმოჩნდა, რომ არაფრის მფლობელი არ არის. ივანიშვილი არაჩვეულებრივ ძალას ებრძვის. შეუძლებელია ამის დამარცხება. ეს არის სიცოცხლის ძალა და ივანიშვილის უკან სიკვდილი დგას”, – ამბობს ნანა ჯანელიძე.