„ივანიშვილს რუსეთში აქვს აგარაკი, ადრე თუ გვიან წავა იქ, მაგრამ არც მისი ე.წ. გუნდის წევრებს წაიყვანს და არც ნათესავებს“ – გიორგი ბაჩიაშვილი

ვისაც უნდა მადუროს, პუტინის, იანუკოვიჩის  და მსგავსი ნაძირლების გვერდით დგომა, წავიდეს რუსეთში – ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა “პირველებთან” საუბარში განაცხადა.

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც ამ წუთებში, თბილისში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობაზე იმყოფება, ამბობს, რომ ივანიშვილს ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს რუსეთში წავლა, სადაც მას დიდი აგარაკი აქვს, მაგრამ მისი თქმით, მისი ე.წ. გუნდის წევრებს იმედი არ უნდა ჰქონდეთ, რომ ოლიგარქი რომელიმეს გაიყოლებს თან.

ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ხალხის პროტესტი აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ბრძოლა აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

 

ამ ხალხს უნდა თავისუფლება. ჩვენს ხალხს 2012-ში ხმა იმისთვის არ მიუცია ხმა, რომ მადუროსა და მსგავსი ნაძირლების გვერდით აღმოვჩენილიყავით. შესაბამისად, ვისაც უნდა მადუროს, პუტინის, იანუკოვიჩის  და მსგავსი ნაძირლების გვერდით დგომა, წავიდეს რუსეთში, იქ არის მაგათი ადგილი, მაგათი თავშესაფარი. ივანიშვილს რუსეთში აქვს ძალიან კარგი აგარაკი, ის ადრე თუ გვაინ წავა იქ, მაგრამ, მისმა ე.წ.- მა გუნდმა არ იცის, რომ არავის წაიყვანს იმ აგარაკზე. თავის ნატესავებსაც არ წაიყვანს ივანიშვილი იმ აგარაკზე მერწმუნეთ და დატოვებს აქ. მას ეშინია ყველაფრის, რაც მის ფინანსებს ემუქრება ყველაფრის. რა თქმა უნდა, მისთვის ეს პროტესტი არ არის კომფორტული, ასევე არ არის სანქციები კონფორტული. ამ სანქციების და იზოლაციის გაძლიერების ფონზე, ის სისტემა ჩამოეშლება. ამის ნიშნები უკვე საკმაოდ ბევრია. ერთი დიდი გამარჯვებით დასრულდება ეს პროცესი, რგოორც მოხდა შევარდნაძის და სააკაშვილის გასტუმრების დროს”, – ამბობს გიორგი ბაჩიაშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share