„ყაველაშვილისგან განსხვავებით, მე ხალხმა ამირჩია – ჩემი მანდატი გრძელდება“ – პრეზიდენტი ზურაბიშვილი

არალეგიტიმური პარლამენტის მიერ უდიპლომო პრეზიდენტის არჩევა და ამერიკული სანქციები – ეს სწორედ ის თემებია, რომლის შესახებაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France 24-ს ინტერვიუ მისცა.

 

სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოზიცია, რომ ყოფილ ფეხბურთელ ყაველაშვილს ლეგიტიმაციას არ ანიჭებს და თავად ერთადერთ მმართველად რჩება, რომელიც ხალხმა აირჩია.

 

“ის აირჩია პარლამენტმა და სხვა ინსტიტუტებმა, რომლებიც “ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ არის. ასე, რომ ის ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია” – ამბობს სალომე ზურაბიშვილი და აღნიშნავს, რომ მანდატი იქამდე გაუგრძელდება, სანამ ქვეყანას ახალი, ლეგიტიმური პრეზიდენტი არ ეყოლება.

 

ამ პრეზიდენტისგან განსხვავებით, მე ხალხმა ამირჩია. ის აირჩია პარლამენტმა და სხვა ინსტიტუტებმა, რომლებიც “ქართული ოცნების” კონტროლის ქვეშ არის. ასე, რომ ის ერთი პარტიის მიერ არჩეული პრეზიდენტია. ჩემი მანდატი კონკრეტული თარიღით არ წყდება. კონსტიტუციის მიხედვით, ჩემი მანდატი გრძელდება იქამდე, სანამ ახალ პრეზიდენტს არ აირჩევენ. იგულისხმება ლეგიტიმური პრეზიდენტი, ამიტომ ველოდები…”, – ამბობს პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გავლენიან მედიასთან საქართველოში მიმდინარე პროტესტზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა ქართველი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ევროპულ გზაზე დაბრუნებაა.

 

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი France 24-თან ინტერვიუში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის დაწესებულ სანქციებზეც ამახვილებს ყურადღებას – ” ვგრძნობთ, რომ ელიტა სანქციების გამო ნერვიულობს”.

ყველაზე მნიშვნელოვანია, დავბრუნდეთ ევროპულ გზაზე. სწორედ ამის გამო არიან ადამიანები ქუჩაში უკვე 59 დღეა. პროტესტი არა მხოლოდ იმიტომ დაიწყო, რომ არჩევნები მოიპარებს, არამედ ასევე იმის გამო იმართება, რომ პრემიერ-მინისტრი და პარლამენტი ხალხის მანდატის გარეშე, ხალხის ნების წინააღმდეგ წავიდა და თქვა, რომ ევროპისკენ გზას აჩერებდა.

ამერიკამ დაუწესა სანქციები ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ უკვე ვგრძნობთ, რომ ელიტა სანქციების გამო ნერვიულობს, რადგან ამერიკული სანქციები ნამდვილად მნიშვნელოვანია. მაგრამ არსებობს რეალური პრობლემა ევროკავშირისთვის, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ გაატაროს საგარეო პოლიტიკა კავკასიაში, სადაც ასევე სომხეთი ელოდება ევროპისკენ შებრუნებას. თუ ევროკავშირს არ აქვს ინსტრუმენტები, ან თუ მისი ინსტრუმენტები დაბლოკილია ვეტოთი, მაშინ ის ვერ გახდება ნამდვილი მოთამაშე”, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share