მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტი, ხატია ბუნიათიშვილი უკანონოდ დაკავებული “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას მოითხოვს:
”გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი!!” – წერს პიანისტი.
შეგახსენებთ, სასამართლო მზია ამაღლობელს სისხლის სამართლის დანაშაულს ედავება. ჟურნალისტს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კოლეგები, სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკოსები და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები მის დაპატიმრებას უკანონოდ მიიჩნევენ და ივანიშვილის ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.
ამაღლობელი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მეოცე დღეა, შიმშილობს.