და­ი­ბა­და თა­ო­ბა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია. ის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წნე­ხით და­ჩაგ­რუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა – ნანა ჯანელიძე

ყო­ველ­დღი­უ­რად ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ის, გე­მოვ­ნე­ბის, გა­ნათ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნი უერ­თდე­ბა. თი­თო­ე­უ­ლი აპ­რო­ტეს­ტებს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პუ­ლი ოჯა­ხის­კენ სწრაფ­ვა გარ­კვე­უ­ლი დრო­ით გა­ა­ჩე­რა, რის შე­სა­ხე­ბაც პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის­გან შე­ი­ტყვეს. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია.

მათი სათ­ქმე­ლი, გუ­ლის ტკი­ვი­ლი ის არის, რომ ქვე­ყა­ნამ ევ­რო­პუ­ლი კურ­სი არ უნდა და­კარ­გოს.კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ნანა ჯა­ნე­ლი­ძეც ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან გა­აბ­რა­ზა. ის Ambebi.ge-ს მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­ზე ესა­უბ­რე­ბა.

ნანა ჯა­ნე­ლი­ძე:

”ამ დღე­ებ­ში უკვე იმ­დე­ნი კარ­გი რამ ით­ქვა, ისეთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გა­მომ­სვლე­ლებს მო­ვუს­მი­ნეთ, რომ მგო­ნი, სათ­ქმე­ლი არა­ფე­რი აღარ დამ­რჩა… ფაქ­ტია, რომ ახლა ერის დიდი გა­მოღ­ვი­ძე­ბის პე­რი­ო­დია. ადა­მი­ა­ნე­ბი მთე­ლი გო­ნე­ბით, გა­ნათ­ლე­ბით, შეგ­ნე­ბით დად­გნენ ერთ მხა­რეს და ეს არის ჩვე­ნი გზა ევ­რო­პის­კენ, რო­მე­ლიც უკვე სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­თაა ჩვენ­ში კო­დი­რე­ბუ­ლი, რა­საც გე­ნე­ტი­კურ კოდს ვუ­წო­დებ. სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წინ და­ი­წყო ევ­რო­პის­კენ სვლა, მაგ­რამ არც ერთი პე­რი­ო­დი არ იყო, ბოლო 35 წლის გარ­და, რომ ქვე­ყა­ნას და­მო­უ­კი­დებ­ლად ეცხოვ­რა.

მთე­ლი ეს წლე­ბი თა­ვი­სუ­ფალ ქვე­ყა­ნა­ში ვართ, რა დრო­საც და­ი­ბა­და თა­ო­ბა, რო­მე­ლიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად თა­ვი­სუ­ფა­ლია. ის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის წნე­ხით და­ჩაგ­რუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა და ახლა სწო­რედ ის არის გა­რეთ გა­მო­სუ­ლი. მათ მის­ცეს ძალა უფ­რო­სე­ბის, ბე­ბი­ე­ბის თა­ო­ბა­საც. ყვე­ლა­ნი ერ­თად კი ამ ბო­რო­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მყა­რად დად­გნენ. ამი­ტომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ახლა მათ­თვის პირ­ვე­ლად ხდე­ბა.

ხან­და­ხან ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ დიდი ზე­ი­მია, იმი­ტომ, რომ ქვე­ყა­ნა თა­ვი­სი თა­ვი­სუ­ფა­ლი არ­ჩე­ვა­ნით ზე­ობს… სულ ვამ­ბობ­დი, რომ ქარ­თვე­ლე­ბი წლე­ბის მან­ძილ­ზე რუ­სე­თის წნე­ხის ქვეშ რომ იყ­ვნენ, ეტყო­ბა, რა­ღაც ერ­თგვა­რი მოქ­ნი­ლე­ბაც გა­მო­ი­მუ­შა­ვეს ისე, რო­გორც ჭინჭრა­ქამ, მერე ნა­ცარ­ქე­ქი­ამ, რო­მე­ლიც დევს ატყუ­ებ­და, რა­მაც გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა-თქო.

მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ დღეს სრუ­ლი­ად ახა­ლი რე­ა­ლო­ბა დად­გა…

– ასეა… ერი ფეხ­ზე დად­გა და სრუ­ლი გო­ნე­ბით, შეგ­ნე­ბით უმ­ძი­მეს ძა­ლას უპი­რის­პირ­დე­ბა. ძა­ლას, რო­მელ­საც მთელ მსოფ­ლი­ო­ში ბა­ტო­ნო­ბა უნდა, მაგ­რამ ალ­ბათ მა­ინც სულს ღა­ფავს. ჩვე­ნი ბრძო­ლა ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა და ეს ყვე­ლამ იცის, მაგ­რამ ამას ღირ­სე­ბით, სი­კე­თით, ძა­ლი­ან დიდი შეგ­ნე­ბით უპი­რის­პირ­დე­ბი­ან.

– ამ დროს არი­ან სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბიც…

– კი, ისი­ნი, ვინც ვერ ხე­და­ვენ, რა პრო­ცე­სე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ეტყო­ბა, იმ რე­ა­ლო­ბა­ში ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც თავს მშვი­დად გრძნო­ბენ და არ უნ­დათ სი­ნამ­დვი­ლის და­ნახ­ვა. ნუ დავ­კონ­კრეტ­დე­ბით და ნუ­ღარ და­ვი­წყებთ იმის გარ­ჩე­ვას, არ­ჩევ­ნე­ბი რო­გორ ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ის ფაქ­ტი, როცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხად­და, რომ ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა შე­ჩერ­და და ეს ფან­ჯა­რა და­ი­ხუ­რა თუნ­დაც 2028 წლამ­დე, ამის მოს­მე­ნა ჩვენ­თვის უმ­ძი­მე­სი აღ­მოჩ­ნდა.

არა­და, იგი­ვე “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა”, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და იმა­ზე, რომ ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცია მიგ­ვე­ღო, რაც თა­ვი­დან “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” დროს და­ი­წყო. შემ­დე­გი იყო ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, ამა­ში უზარ­მა­ზა­რი კორ­პუ­სი იყო ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რის, დიპ­ლო­მა­ტე­ბის, იუ­რის­ტე­ბის, სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის. დიდი შრო­მაა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი და ახლა ამა­ვე პარ­ტი­ამ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნის თავ­გა­დაკ­ლულ შრო­მას ხაზი გა­და­უს­ვა. აღარ ვლა­პა­რა­კობ ევ­რო­პა­ზე, ამე­რი­კა­ზე, მათი რამ­ხე­ლა რე­სურ­სია ამა­ში ჩა­დე­ბუ­ლი. ეს ხომ ამ ყვე­ლაფ­რის გა­და­ხაზ­ვაა?”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share