პროკურორების სია, ვისაც აშშ მალე დაასანქცირებს

ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, ამერიკაში, ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, იმ პროკურორების სია უკვე მზადაა, რომელიც დასანქცირდებიან.

როგორც ჩიკვაიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, მათი სია უკვე მაგიდაზე დევს და ეს ხალხი განწირულია სანქციებისთვის.

ჩიკვაიძე კონკრეტულ გვარებს და სახელებს ასახელებს, რომელბსაც მისი თქმით, აშშ-ის ახალი ადამინისტრაცია მალე დაასანქცირებს.

გეტყვით, რომ დასასანქცირებელი პროკურორების სია უკევ გამზადებული ახალი ადმინისტრაციის ფარგლებში ამერიკაში. ესენი არიან საშუალო და დაბალი დონის პროკურორები, ისეთები, რომლებსაც ვერც კი წარმოუდგენიათ და ჰგონიათ, რომ გაძვრნენ. სიის პირველ რიგშია გაბიტაშვილი, მთავარი პოკურორი, ასევე აჭარის მთავარი პროკურორი მეტონიძე. გეტყვით სხვა ვინ დევს მაგიდაზე – ლევან გეგეჭკორი- თბილისის მთავარი პროკურორი, ძვიად გუბელაძე- ძველი თბილისის პროკურორი, დავით გუმბერუძე – ვაკე -საბურთალოს რაიონის პროკურორი, ნანა ხუნჯუა – დიდიუბე -ჩუღურეთის პროკურორი, ივანე კაკალი – ისანი-სამგორის პროკურორი, გვანცა გვიმრაძე, ზაზა მეტონიძე, ვლადიმერ თურმანიძე და მიხელ სადრაძე. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ეს ხალხი განწირულია სანქციებისთვის, ეს სია მაგიდაზე დევს“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share