თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე:
“ეპიდსიტუაცია ძალიან სერიოზული და საყურადღებოა, მაგრამ ჯერ არ არის საგანგაშო. იმის თქმის უფლებას, რომ საგანგაშო არ არის, გვაძლევს მხოლოდ ერთი ფაქტი, ჯერჯერობით, კლინიკური სექტორი უძლებს ამ დიდ გამოწვევას, რომლის წინაშეც არის. ძალიან სერიოზული დატვირთვაა და ჯერ პაციენტების კლინიკურ მომსახურებაში არ შექმნილა არანაირი პრობლემა და კრიზისი ისეთი, რომელიც გვაფიქრებინებდა იმას, რომ ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური ჯგუფი ვეღარ მართავს სიტუაციას. მიუხედავად პაციენტების ასეთი დიდი რაოდენობისა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ციფრია, რომელსაც ყურადღება არ ექცევა, ეს არის აქტიური კოვიდ ავადმყოფების რიცხვი. ესენი არიან კოვიდ ავადმყოფები, რომელსაც დიაგნოზი დაუდგინათ და ჯერ განკურნებულები არ არიან, ასეთი არის 31 500 დღეისთვის. პრაქტიკულად, მაქსიმალური რიცხვი, რაც საქართველოს როდესმე ჰქონია. ნოემბერ-დეკემბერში იყო 32 ათასი. ანუ, პრაქტიკულად ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს გავუსწორდით და დიდი ალბათობით, კიდევ გაიზრდება”, – განაცხადა ცერცვაძემ.