“მოსახლეობამ თუ არ დაუჯერა რეკომენდაციებს, მითითებებს, მაშინ სიტუაციის მართვა შეუძლებელი გახდება“

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე:

„მოდით, ნუ გამოვეკიდებით ცალკეულ შემთხვევებს, რომ სადღაც სასწრაფომ 20 წუთით ან ნახევარი საათით დააგვიანა. ასე, კოვიდამდეც იგვიანებდა სადღაც სასწრაფო ერთ და ორ შემთხვევაში. პაციენტთა უპრეცედენტოდ დიდი, პრაქტიკულად სარეკორდო ნაკადი იმართება წარმატებით, გართულებების გარეშე. ჩვენთან მკურნალობის ხარისხი ყოველთვის კარგი იყო, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და დღესაც კარგი რჩება. ზოგს ჰქონია, რომ ძალიან იოლია იმის გაკეთება, რაც გაკეთებულია. ერთი მადლობის სიტყვა არ წამოცდებათ, პირიქით ამბობენ, თითქოს გამადლიან, როგორ, ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი კოვიდის გავრცელებაზე ან მის მართვაზე პასუხისმგებელი?! პასუხისმგებელი თქვენ ხართ და როგორც გინდათ ისე უნდა მიხედეთ და მოუარეთო.მართალია, სახელმწიფოა პასუხისმგებელი, სახელმწიფომ უნდა მართოს, მაგრამ მოსახლეობამ თუ არ დაუჯერა სახელმწიფოს რეკომენდაციებს, მითითებებს და მას არ დაეხმარა, მაშინ სიტუაციის მართვა შეუძლებელი გახდება“,-განაცხადა ცერცვაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share